ახალი ამბები

ფიზიკურად შრომა არ შემიძლია – მარტოხელა ქალი სოციალური დახმარების დანიშნვას ითხოვს

45 წლის მარტოხელა ხათუნა უმეკაშვილი ქარელის რაიონის სოფელ რუისში ცხოვრობს. მან ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც ფიზიკური შრომა აღარ შეუძლია.

ხათუნა გვიყვება, რომ სოციალური დახმარება 5 წლის წინ მოუხსნეს.

“მეუღლე რომ დამეღუპა, მას შემდეგ ყოველ წელს შემაქვს განაცხადი და უარი მომდის, ორ ოთახში ვცხოვრობ არანირი საყოფაცხოვრებო ტექნიკა მე არ მაქვს, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა, გაზიც კი არ მაქვს, ზამთარში ღუმელს ვხმარობ საჭმლის გასაკეთებლად, ზაფხულში გაზის ბალონს ვიყენებ. რომ ვთქვა, მიწები მაქვს და მაგიტომ მომდის უარი, 1 მიასედი მიწის ნაკვეთიც კი არ მაქვს”, – გვეუბნება ხათუნა. 

ის განაცხადის შეტანას წელსაც აპირებს და იმედი აქვს, რომ ამჯერად სააგენტოსგან სასურველ პასუხს მიიღებს. 

“ჩემს გარშემო ბევრი ისეთი იღებს დახმარებას, ყველაფრით ჩემზე მეტები რომ არიან. მე არავის ჯიბრი არ მაქვს, თუმცა ძალიან უსამართლობა ხდება. ეხლა 21 დეკემბერს მიწევს ახალი განაცხადის შეტანა და მაგის იმედადღა ვარ დარჩენილი”, –  გვიყვება ხათუნა უმეკაშვილი.

დატოვეთ კომენტარი