ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე 47 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა.
თვითმხილველის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და გზის გადაკვეთა დაიწყო.
“ავტობუსიდან ჩამოვიდა, გზაზე გადასვლა დაიწყო, რა დროსაც ტაქსი დაეჯახა”, – გვითხრა თვითმხილველმა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმის განმარტებით, პაციენტი იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში.
დატოვეთ კომენტარი