რუსუდან გელაშვილი 30 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ამ ასაკში სამოსის საკუთარი ხაზის და სამხატვრო სახელოსნოს შექმნა შეძლო.
“საქმე რომელიც გასახალისებლად დავიწყე, გახდა ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა ჩემს ცხოვრებაში”, – ამბობს რუსუდანი საკუთარ სახელოსნოზე, რომლის შექმნის იდეაც ერთი წლის წინ გაუჩნდა.
“სადღაც ერთი წლის წინ, ბავშვების გახალისების მიზნით, გადავწყვიტე მათთვის ხატვა მესწავლებინა, რამაც საკმაოდ სერიოზული შედეგი გამოიღო. მას შემდეგ, ჩვენ უკვე გვქონდა პერსონალური გამოფენაც. სახელოსნოს მარტო ვუძღვები. მე თვითონ ნახატების შექმნა ღრმა ბავშვობაში დავიწყე”, – გვიყვება რუსუდანი.
30 წლის ხელოვანი პროფესიით მხატვარ დიზაინერია. სამხატვრო აკადემიაში დიზაინის მიმართულებით სწავლობდა. რუსუდანს 5 წელია ტანსაცმლის საკუთარი ხაზი აქვს.
“ვუშვებ ტანსაცმლის ხაზს. “რუსუდანი” ასე ჰქვია ჩემს ბრენდს, რომელიც 2017 წელს შევქმენი.“
რუსუდანი მთელ დროს და ენერგიას საყვარელ საქმეს უთმობს, მუშაობს ტანსაცმელზეც და აკადემიაში ბავშვებთან. ამბობს, რომ ამ ორ საქმეს შესანიშნავად უთავსებ ერთმანეთს.
“ბრენდთან ერთად მის გვერდით დგას აკადემია, რასაც ზუსტად ვიცი არასდროს მივატოვებ. არიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები, არ ვსვამ ბევრს ერთად, რადგან მათ განსაკუთრებული მიდგომები სჭირდებათ, იმისათვის, რომ შედეგი დადონ. ყველა ბავშვს აქვს უსაზღვროდ დიდი ფანტაზია. პირველი ნამუშევრის შემდეგ, ვხვდები, ვისთან როგორ უნდა ვიმუშაო. შეიძლება, ყველამ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება არ გადაწყვიტოს, მაგრამ ხატვის მომენტში ისინი განიცდიან უდიდეს სიამოვნებას, ეს არის თერაპია მათთვის, ჩემთვის კი ბედნიერებაა მათი სახეების დანახვა”.
რუსდანი გეგმავს, რომ სამომავლოდ შექმნას შერეული ჯგუფი, სადაც მსურველებს შეეძლებათ ხატვით არტ-თერაპია მიიღონ.