ერთ თვეში შიდა ქართლში ნარკოტიკული თრობის 56 შემთხვევა დაფიქსირდა.
Police.ge-ს უკანასკნელი ნარკოლოგიური შემოწმების სტატისტიკის მიხედვით, სექტემბრის თვეში შიდა ქართლში 56 ნარკოდადებითი შემთხვევა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიხედვით, შიდა ქართლის რეგიონში საქართველოს მასშტაბით ნარკოლოგიური თრობის გამოვლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში წარდგენილ პირთა სტატისტიკის მიხედვით, შიდა ქართლში ყველაზე მეტი შემთხვევა 25-44 წლამდე ადამიანებში ვლინდება.
გთავაზობთ სტატისტიკას:
- 18-24 წლამდე – 9 დადებითი
- 25-44 წლამდე – 38 დადებითი
- 45-60 წლამდე – 8 დადებითი
- 60-ზევით – 1 დადებითი
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სექტემბრის თვეში ნარკოტიკული თრობის გამოვლენის ფაქტები წინა თვეებთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი.
დატოვეთ კომენტარი