ახალი ამბები

სურამის და ხაშურის ეპისკოპოსს ახალი მანქანა, 2022 წლის “Landcruiser 300” ჰყავს

სურამის და ხაშურის ეპისკოპოს  სვიმოენ ცაკაშვილის ახალი ავტომობილი, 2022 წლის “Landcruiser 300” ჰყავს. 

ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ეპისკოპოსმა ავტომობილში 120 000 დოლარი გადაიხადა. 

თუმცა მრევლმა “მოზაიკას” უთხრა, რომ მანქანა ეპისკოპოსმა საჩუქრად მიიღო.

“ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, მანქანა კი არა ვერტმფრენი ჭირდება, იმდენ საქმეს აკეთებს. ნეტავ აჩუქებდეს ვინმე. ეს მარტო ჩემი აზრი არაა და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, წირვაზე მომავალს რამდენჯერ გაუჩერდა მანქანა გზაში”, – გვითხრა მრევლის ერთ-ერთმა წევრმა. 

მისივე თქმით, ეპისკოპოსისთვის მანქანა ადრეც უჩუქებიათ.

“ვინც მას იცნობს, ყველამ იცის, რომ დღე და ღამე შრომობს და სულ გზაზეა გაკრული. ძველი მანქანა ყავდა და აჩუქეს დიდი სიყვარულით და პატივისცემით. ადრეც აჩუქეს, მაგრამ გაყიდა და ტაძარს მოახმარა.”

დატოვეთ კომენტარი
ტეგები