სტატიები

რა გაკეთდა კასპში 2022 წელს – მერის შეფასება

კასპის მერი ერთ წლიან ანგარიშს ნოემბრის ბოლოს წარადგენს. იქამდე კი, ვახტანგ მაისურაძე განხორციელებულ პროექტებზე “მოზაიკას” ესაუბრა.

მერის თქმით, მუნიციპალიტეტში ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდა.  

„2022 წელს, კასპის მუნიციპალიტეტის 10 სოფელსა და ქალაქ კასპში 19 ქუჩა და გზა რეაბილიტირდა. აღსანიშნავია ქვათახევის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტირება, რომლისთვისაც 3 579 000 ლარი დაიხარჯა. ეს პროექტი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – გვითხრა კასპის მერმა. 

როგორ მაისურაძე ამბობს, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტში 4 338 345 ლარი დაიხარჯა.

„წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცადეთ მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას, რაზეც 4 338 345 ლარი დაიხარჯა. ეს არ არის საკმარისი და გრძელდება სამუშაოები, ეწყობა სადრენაჟე სისტემები, ჭაბურღილები და შიდა ქსელები“.

მაისურაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საბავშვო ბაღების კეთილმოწყობაა. 

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა და პატარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. ავაშენეთ 2 ახალი საბავშვო ბაღი სოფელ იგოეთსა და სადგურ მეტეხის დასახლებაში. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვემო ჭალის, სამთავისის და ზემო ხანდაკის საბავშვო ბაღებს“

მერი ამბობს, რომ მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იზრდება ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებაც. 

„ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, წელს გამოიყო 1 200 000 ლარი, რომლითაც ისარგებლა 2 500-მა მოქალაქემ და 360-მა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა.“

მისი თქმით, მერიის მომავალი გეგმებში ჯანდაცვაზე, სპორტზე, ინფრასტრუქტურასა და წყალმომარაგებაზე ზრუნვა რჩება. 

დატოვეთ კომენტარი