გორში, რესტორანში “ნაჭარმაგევი” მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გამოძიება შსს-მ 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
თვითმხილველების ინფორმაციით, რესტორანში ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენჯერმე გაისროლეს და ერთი ადამიანი დაიჭრა, თუმცა შსს-ში დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული შემთხვევა ღამით მოხდა, თვითმხილველების ცნობით, ერთმანეთს პოლიციელი და მოქალაქე დაუპირისპირდნენ.
დატოვეთ კომენტარი