“მე მუნიციპალური ავტობუსი გამოვიყენე მოწვეული სპეციალისტების გადასაყვნად”, – ასე გამოეხმაურა გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ზურაბ ჯირკველიშვილი ბრალდებას, რომ მან მუნიციპალიტეტის კუნთვნილი ავტობუსით თანამშრომლები რესტორნიდან სახლში წააყვანინა.
ჯირკველიშვილის თქმით, ავტობუსით თანმშრომლებს კი არა, მოწვეულ სტუმრებს მოემსახურა, რომლებიც სააგენტოში კვლევებისთვის იყვენენ მოწვეულები.
“მორიგე მძღოლს დავავალე ვახშმიდან ჩვენი სტუმრების წამოყვანა. იქ მხოლოდ, ერთი თანამარომელი იყო ჩემი – ეს არის მძღოლი. 7-8 კილომეტრი გავიარეთ ამ ავტობუსით, მაგრამ, მე ამის უფლება მქონდა, თუ რაიმე არასწორი ქმედება ჩავიდინე, აქ ვარ და ველი თქვენს პასუხს”, – განაცხადა ჯირკველიშილმა გორის საკრებულოს სხოდმაზე.