ახალი ამბები

გორის კულტურის სააგენტოს დირექტორად გვანცა მჭედლიშვილი დაინიშნა

გორის კულტურის სააგენტოს დირექტორად გვანცა მჭედლიშვილი დაინიშნა.

მჭედლიშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ა(ა)იპ-ის თანამშრომელი იყო. “მოზაიკას” ინფორმაციით, დაწინაურებამდე ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სააგენტოს მოვალეობას ზურაბ ილურიძე ასრულებდა, რომელიც პროკურატურის რეკომენდაციის საფუძველზე, გორის მერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დატოვეთ კომენტარი