გორელი პედაგოგი ნათია კურტანიძე მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award 2022) გამარჯვებული გახდა.
კურტანიძე ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის N9 და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია.
ის მსოფლიოს 115-მდე ქვეყნიდან მონაწილე მასწავლებლებს შორის გამორჩეული პედაგოგიური საქმიანობისთვის დააჯილდოვეს.
ინფორმაციისთვის, ნათია კურტანიძემ პედაგოგიური საქმიანობა 22 წლის ასაკში დაიწყო. 2018 წლის დასაწყისში, ნათია კურტანიძე წამყვანი მასწავლებელი გახდა, იმავე წლის სექტემბერში კი მენტორის სტატუსი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და საუკეთესო ათეულში მოხვდა.
დატოვეთ კომენტარი