გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია 2 746 ჰექტარზე მოხდება.
ბრძანების მიხედვით, ინვენტარიზაციისთვის გამოყოფილ სამ წლიან ვადაში, შიდა ქართლის ტერიტორია უკანასკნელ, 2024 წელს აღიწერება.
გორის მუნიციპალიტეტში აღსაწერი მიწის ფართობი 1 497 ჰექტარს უტოლდება. კასპის მუნიციპალიტეტში – 430, ხოლო ქარელში 819 ჰექტარი მიწა აღიწერება.
ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად ეფექტური გავლენა იქონია ქარსაფარმა ზოლმა სოფლის მეურნეობაზე და გამოიკვეთა თუ არა ის დადებითი მხარეები, რომლებიც მას ახასიათებს.
დატოვეთ კომენტარი