4 ნოემბერს, 18:00 საათზე, გორის სპორტის სასახლე პირველად უმასპინძლებს ხელბურთის მატჩს, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს 14 წლამდელთა ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ტურის შეხვედრაში, გორელ ხელბურთელთა გუნდი – „ქარელს“ შეხვდება.
“დაგროვებული ქულებიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ კონფერენციაში, „გორს“ უკვე მოპოვებული აქვს ადგილი ფლეი-ოფში, რადგან ის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. კონფერენციიდან კი, ფლეი-ოფში ხუთი გუნდი გადადის. მაგრამ ეს, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩშია და გორელებს უნდათ რომ ეტაპი გამარჯვებით დაასრულონ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მატჩზე დასწრება თავისუფალია.