ახალი ამბები

ძიუდოს მსოფლიო ლეგენდა, ტედი რინერი გორში გასამართ ტურნირზე დარეგისტრირდა

ძიუდოს მსოფლიო ლეგენდა, ტედი რინერი 26 ნოემბერს გორში გასამართ ტურნირზე დარეგისტრირდა, – ამ ინფორმაციას „მოგვერდი“ ავრცელებს. 

„ტედი რინერი გორში  ევროპის საკლუბო ჩემპიონატს, ჩემპიონთა ლიგას იჭიდავებს. ასევე რეგისტრაციაში არიან სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები.”

“IJF”-ს ინფორმაციით ტურნირზე 137 სპორტსმენი დარეგისტრირდა.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში ფიქრობენ, რომ ტედი რინერი ტურნირში მონაწილეობას რეალურად აპირებს.

„ტედი რინერი ნამდვილად დარეგისტრირდა ტურნირზე. დაზუსტებით უცნობია, რეალურად ჩამოვა თუ არა ის გორში, მაგრამ ტურნირის მაღალი ხარისხიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ტურნირს არ გამოტოვებს.“

ტურნირზე დარეგისტრირებული სპორტსმენების სრული სიის ხილვა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გვერდზეა შესაძლებელი – “Ijf.ge”

შეგახსენებთ, რომ ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა გორში 26 ნოემბერს გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები