ხაშურის ახლადრეაბიტირებულ სამუსიკო სკოლის კიბეებზე საღებავი წაიშალა. ამ ფაქტს ხაშურის მერი საკუთარი ერთ-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გამოეხმარა.
ჩიტიაშვილის თქმით, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა არ გასულა და კომპანია კიბეებს თავიდან გადაღებავს.
“სამუსიკო სკოლოს სკვერი ძალიან ლამაზი პროექტია, მაგრამ ჯობდა კიბეები მარმარილოსი ყოფილიყო, რადგან საღებავი უკვე წაიშალა კიბებზე, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია. ეს კიბეები გადაიღებება, საგარანტიო აქვს ამ პროეტს, თუმცა სამუსიკო სკოლაც და პედაგოგებიც იმსახურებენ, რომ სამუსიკო სკოლას მარმარილოს კიბეები ჰქონდეს”, – თქვა თენგო ჩიტიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 317 000 ლარი დაიხარჯა.