ხაშურში საგზაო მიმართულებით ცვლილებები იგეგმება, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში ქალაქში მოძრაობა ცალკეულ ქუჩებზე ცალმხრივი გახდება.
“საგზაო მოძრაობა სრულად ცალმხრივი გახდება რუსთაველის ქუჩაზე, ნაწილობრივ ცალმხრივი იქნება სააკაძის, ლომოურის, 26 მაისის ქუჩები”, – ამბობენ ხაშურის მერიაში.
მოსახლეობის ნაწილი დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად ხვდება, მათი თქმით, ქალაქში გადაადგილებას აღნიშნული ცვლილებები უფრო გაართულებს.
“ეს გასაგებია, მაგრამ ტრანსპორტზე ვინც დამოკიდებულები ვართ , როგორ მოვიქცეთ? რუსთაველზე აივლის ტრანსპორტი, მაგრამ მერე სად იქნება გადატანილი მოსაცდელები, სად უნდა დაველოდოთ ტრანსპორტს რომ დავბრუნდეთ შინ”, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.
“ჯერ ხალხისთვის გეკითხათ აზრი და მერე გაგეკეთებინათ თუ მოსახლეობისთვის მისაღები იქნებოდა”, – წერენ მოქალაქეები მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.
ინფორმაციისთვის, ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მერიამ რამდენიმე თვის წინ დააანონსა. ცვლილებების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევებმა იმატა.
რა ცვლილები განხორციელდება ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად