„შიდა ქართლის მიუსაფარი ცხოველების ინტერმუნიციპალური სააგენტოდან ჩუქდებიან სრულიად ჯანმრთელი, და მოსიყვარულე ცუგები”, – წერს სოციალურ ქსელში შიდა ქართლის მიუსაფარი ცხოველების მართვის სააგენტო.
როგორც “მოზაიკას” სააგენტოში უთხრეს, გაჩუქებულ ლეკვებს 6 თვის შემდეგ სტერილიზაციას და აცრებს უფინანსებს.
“ჩუქდებიან როგორც პატარა ლეკვები, ისე მოზრდილი ძაღლები. ლეკვები მაქსიმუმ 2 თვის არიან და მათი გაჩუქებიდან 6 თვის შემდეგ სააგენტო დააფინანსებს მათ სტერილიზაციას და აცრებს“, – გვითხრეს სააგენტოში.
ლეკვების ჩუქების მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ტელეფონის ნომერზე: +995 599 41 45 49
დატოვეთ კომენტარი