“1- ელ საბავშვო ბაღში გათბობა ამ დრომდე ჩართული არ არის, რის გამოც ბავშვები ავად ხდებიან”, – ეს ნფორმაცია “მოზაიკას” ბაღის აღსაზრდელების მშობლება უთხრეს.
მათი ინფორმაციით, საბავშვო ბაღში გათბობის ქვაბია დასამონტაჟებელი და ბავშვები ამ დრომდე სიცივეში არიან.
“ბაღის ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ გათბობის ქვაბია დასამონტაჟებელი. ამას კი ორი კვირა დასჭირდება. ბავშვები ცივდებიან და უმრავლესობა აღარ დადის. ვერც დენის გამათბობელს რთავენ, მრიცხველი ვერ უძლებს. ვაპირებთ მივიდეთ მერიაში და ამ საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარება მოვითხოვოთ”, – ამბობენ მშობლები.
ისინი საუბარში იმასაც აღნიშნავენ, რომ საზაფხულო არდადეგები მათ ბაღში ერთი თვით ადრე დაიწყო, ბაღის ადმინისტრაციამ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ შენობაში გათბობის სისტემა უნდა მოეწყოთ.