ახალი ამბები

გორის წარმატებული მოკრივეები საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვა

ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან დემუროვი, მისი მწვრთნელები და წარმატებული მოკრივეები მადლობის სიგელებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ დააჯიდლოვა.

ბრინჯაოს მედალი ლევან დემუროვმა (54 კგ), იტალიის ქალაქ მონტესლივანოში გამართულ ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა.

“გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა, მოკრივეებს და მის მწვრთნელებს შეხვედრა მოუწყვეს,მიულოცეს წარმატება და მადლობა გადაუხადეს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისათვის”, – ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ინფორმაციისთვის, დემუროვი 2022 წლის საქართველოს ჩემპიონია. ის გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სკოლის აღზრდილი გახლავთ. საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ჯამში 4 მედლით დაასრულა. დემუროვის ბრინჯაოს გარდა, ამ შეჯიბრებაზე მოპოვებულია კიდევ 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები