“2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება 6 274 000 ლარით 83 პროექტი”, – ამის შესახებ ქარელის მერმა საკუთარი ერთ-წლიანი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
ზაზა გულიაშვილის თქმით, ეს პროექტები ძირითადად მოიცავდა სტადიონების მოწყობას, გზების მოწესრიგებას, სპორტდარბაზების რეაბილიტაციას, ტრენაჟორების დამონტაჟებას.
“მინი სტადიონების მოწყობის 6 პროექტი განხორციელდა. ასევე, 3 პროექტი იყო სტადიონების რეაბილიტაციის. 12 სოფელში მოეწყო გარე ტრენაჟორები. როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში დაიგო გზები. სპორტდარბაზებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია აგარასა და რუისში. ასევე სამწევრისში მოეწყო სპორტ დარბაზი. ასევე შეძენილ იქნა საერთაშორისო სტანდარტების ძიუდოს ტატამი რომელიც ქარელის სპოტდარბაზშია”, – აღნიშნა ქარელის მერმა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე საუბრისას, ქარელის მერმა განსაკუთრებული პრობლემა წყალთან დაკავშირებულ სამუშაოებზე გაამახვილა.
“სასმელი წყლის რებილიტაციის სამუშაოები განხორცილედა შაქშაქეთში,ზემო შაქშაქეთში, კოდა ვარდის უბანში, ხეობაში, სასირეთში, დოღლაურში. ბრეთსა და ბებნისში. სამუშაოების საერთო ღირებულება 118 000 ლარია”.
გულიაშვილის თქმით, მიმდინარე წელს რეაბილიტირდა ქარელის ჯანდაცვის ცენტრის და ბრეთის ამბულატორიის შენობებიც.