მუნიციპალური ფონდის მიერ დაფინანსდა 3 სკოლის რეაბილიტაცია, – ამის შესახებ ქარელის მერმა საკუთარი ერთ-წლიანი მუშაობის წარდგენისას ისაუბრა.
“მუნიციპალური ფონდის მიერ დაფინანდა 3 საჯარო სკოლის რებილიტაცია, რომლის ღირებულებაც შეადგენს 5 350 000 ლარს. ეს სკოლებია სოფელ ურბნისის საჯარო სკოლა, სოფელ ახლსოფლის სკოლა და სოფელ აბისი სკოლა”, – განაცხადა გულიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული სკოლებიდან ორის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. რაც შეეხება ახალსოფლის სკოლას, მისი გახსნა უახლოს მომავალში იგეგმება.
დატოვეთ კომენტარი