ახალი ამბები

გორის ყოფილი მერის მოადგილე ალექსი მარიამიძე დააკავეს

გორის ყოფილი მერის მოადგილე ალექსი მარიამიძე დააკავეს. “მოზაიკას” ინფორმაციით, მას სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

“მეზობელი ედავებოდა არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელ მოპყრობას, რის გამოც დააკავეს და 5 წელი მიუსაჯეს”, – აცნობენ “მოზაიკას”. 

ინფორმაციისთვის, ალექსი მარიამიძე წლების განმავლობაში გორში მოსამართლედ მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2004 წელს გაათავისუფლეს. მომხდარის გამო, მან დავა სტრასბურგის სასამართლოში დაიწყო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაშინდელმა გუბერნატორმა, ზურაბ რუსიშვილმა ის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. ამ პოზიციაზე მან გუბერნატორის ცვლილებამდე იმუშავა.

მოგვიანებით, 2017 წელს, მარიამიძე გორის მაშინდელი მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მოადგილე გახდა. ამ პოსტზე მან თითქმის 1 წელი იმუშავა. 

ბოლოს კი, ის საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.