ახალი ამბები

კაპანაძეს, წეწვაძეს და ილურიძეს ბუღალტრის საქმეზე 10 000-ლარიანი გირაოები შეეფარდათ

გორის კულტურის სააგენტოს მოქმედ და ყოფილ დირექტორებს სამსახურეობრივი გულგრილობის საქმეზე 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.

“მოზაიკას” ინფორმაციით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, სადაც მოსამართლემ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა.  სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ზურაბ ილურიძე, დავით წეწვაძე და გელა კაპანაძე სისხლისამართლის პასუხიაგებაში სუს-ის ანტიკორუფციულიი სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მიეცნენ.

საქმე ეხება კულტურის სააგენტოს ბუღალტერის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისებას.

გამოძიების ინფორმაციით, ლეილა წკრიალაშვილმა თითქმის ნახევარი მილიონი ლარი აზარტულ თამაშებში გაფლანგა. კულტურის სააგენტოს დირექტორები კი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას სათანადოდ ვერ აკონტროლებდნენ, ამით კი ბუღალტერმა ისარგებლა.

მოქმედ და ყოფილ ჩინოვნიკებს, რომლებსაც ახლა გამოძიება გულგრილობას ედავება, 3 წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრებათ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.