ახალი ამბები

პროკურატურა დავით წეწვაძისთვის 8 000 ლარიან გირაოს ითხოვს 

სასამართლო გორის კულტურის სააგენტოს ყოფილი დირექტორისთვის, დავით წეწვაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.

ამავე თემაზე: დავით წეწვაძეს თანხების მითვისებას და კონტრაბანდასთან კავშირს ედავებიან – ადვოკატი 

პროკურატურა დავით წეწვაძისთვის 8 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. ადვოკატის მოთხოვნა კი 5 000 ლარიანი გირაოა.

საქმეს მოსამართლე დავით მაკარაძე განიხილავს. 

შეგახსენებთ, რომ დავით წეწვაძეს პროკურატურამ ბრალი სსკ-ის 182-ე და მე-200 მუხლებით წარუდგინა, რაც თანხების მითვისებას და კონდრაბანდულ საქმიანობაში მონაწილეობას გულისხმობს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.