ახალი ამბები

“ეს არაა “რეიდი”, ესაა საპოლიციო ღონისძიება” – შსს გორში მოქალაქეების ჩხრეკაზე

ეს არ არის “რეიდები”, ეს არის საპოლიციო ღონისძიებები, – უთხრა “მოზაიკას” შშს-ს პრესცენტრის წარმომადგენელმა მარიამ ზედგინიძემ. 

მისი თქმით, მოქალაქების ჩხრეკა ქალაქის ქუჩებში დანაშაულის პრევენციის მიზნით მიმდინარეობს. 

“განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. მსგავსი სახის რეიდები პერიოდულად ხდება დანაშაულის პრევენციის მიზნით’, – გვითხრეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ გორში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები მოქალაქეებს ამოწმებენ. “მოზაიკა” დღეს დილიდან ასეთი რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა და ერთ-ერთ მოქალაქეს გაესაუბრა კიდეც.

“გამაჩერეს, მკითხეს სახელი და გვარი, შეამოწმეს პირადობის მოწყობა. ჩაიწერეს ჩემი ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი სახლის მისამართი. შემდეგ შემიმოწმეს ნივთები და გადამიღეს ფოტო”, – გვითხრა მოქალაქემ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.