ახალი ამბები

შსს-მ გორის ქუჩებში “რეიდები” დაიწყო

გორში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები მოქალაქეებს ამოწმებენ. “მოზაიკა” დღეს დილიდან ასეთი რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა და ერთ-ერთ მოქალაქეს გაესაუბრა კიდეც.

“გამაჩერეს, მკითხეს სახელი და გვარი, შეამოწმეს პირადობის მოწყობა. ჩაიწერეს ჩემი ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი სახლის მისამართი. შემდეგ შემიმოწმეს ნივთები და გადამიღეს ფოტო”, – გვითხრა მოქალაქემ. 

გორის ქუჩებში სამოქალაქო ფორმიანი პოლიციელების მიერ მოქალაქეების ჩხრეკის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

“განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. მსგავსი სახის რეიდები პერიოდულად ხდება დანაშაულის პრევენციის მიზნით’, – გვითხრეს შსს-ში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.