ახალი ამბები

დეზინფექცია ჩატარდა და აღდგა სასწავლო პროცესი – ხიდისთავის საბავშვო ბაღის დირექტორი

“დეზინფექცია ჩატარდა და აღდგა სასწავლო პროცესი”, – უთხრა “მოზაიკას” ხიდისთავის საბავშვო ბაღის დირექტორმა. 

მარინა დაღელაშვილის თქმით, შენობაში გველის შეპარვის გამო, ბაღს მუშაობა შეჩერებული მხოლოდ 3 დღის განმავლობაში ჰქონდა.

“12-ში მოხდა ეს შემთხვევა და 3 დღეში აღდგა სასწავლო პროცესი”, – ამბობს დაღელაშვილი. 

განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა მშობლების ნაწილმა. ისინი ამბობენ, რომ ბავშვები საბავშვო ბაღში ამ დრომდე არ დაჰყავთ. 

ამავე თემაზე: ხიდისთავის საბავშვო ბაღში გველი შეიპარა – ბაღი დაკეტეს

დატოვეთ კომენტარი
ტეგები