ახალი ამბები

ქარელის საცურაო აუზის შენახვა ბიუჯეტს სექტემბერში 20 512 ლარი დაუჯდა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი თვის განმავლობაში საცურაო აუზზე 20 512 ლარი დახარჯა. 

სექტემბერში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან: 

  • 7 350 ლარი დახარჯა საცურაო აუზის 13 თანამშრომლის ანაზღაურებაზე: 
  • 12 350 ლარი დაიხარჯა ელ. ენერგიაზე:
  • 780 ლარი დაიხარჯა წყალზე: 
  • 32 ლარი დაიხარჯა ბუნებრივ აირზე: 

ინფორმაციისთვის, ქარელის საცურაო აუზი ოფიციალურად 5 სექტემბერს გაიხსნა. მისი მშენებლობა ქარელის მერიას 5 მილიონამდე ლარი დაუჯდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები