ხაშურელი ზურა დავითულიანი სოციალურ ქსელში ხაშურის ბაზარში მომხდარ შემთხვევაზე წერს.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ გლეხს, რომელიც ბაზარში ყველს ყიდდა, ორმა პირმა სცემა. მისივე თქმით, პოლიციამ ისინი დააკავა.
“ხაშურის ბაზარში, დილის საათებში გლეხი ყველს ყიდდა. მიუვარდა ორი ქორ-ვაჭარი, ცემა დაუწყეს იმ გლეხს. მივიდა პოლიცია და დაკავეს ის ორი მოძალადე. აქედან მივმართავ ხაშურის ბაზრის ფლობელებს, გლეხებისთვის გამოყევით დახლები, სადაც თავის ნაშრომს დადებს და გაყიდის, სკამზე ჩამოჯდება ექნება გადახურული დახლი”, – წერს ზურა დავითულიანი.
დავითულიანი ბაზრის დირექციას მიმართავს და სთხოვს, რომ გლეხებისთვის შესაბამისი პირობები შექმნან, რათა მათ ბაზარში შეუფერხებლად ივაჭრონ.
დატოვეთ კომენტარი