ახალი ამბები

ფინანსურმა პოლიციამ ხაშურის მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორი გამოკითხვაზე წაიყვანა 

ხაშურის მერიის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის, ხაშურის კულტურის და სპორტის გაერთიანების უფროსი ფინანსურმა პოლიციამ გამოკითხვაზე წაიყვანა, – ეს ინფორმაცია “მოზაიკას” მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა კოტე ფრუიძემაც დაუდასტურა. 

‘საფინანსო სამსახური იყო შემოსული ამ ა(ა)იპ-ში, რა დროსაც ფინანსური სამსახური დაინტერესდა ერთი კონკრეტული საკითხით. ამის გამო გია ბოლოკაძე გადაყვანილ იქნა გამოკითხვაზე”, – გვითხრა ფრუიძემ. 

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, ფრუიძემ გვითხრა, რომ მეტ დეტალზე საუბარი არ შეუძლია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები