ახალი ამბები

ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი სუს-მაც დაადასტურა

საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს. 

სუს-ი მომხდართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: 

“მიმდინარე წლის ოქტომბერში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები