ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. ახლადგარემონტებული სკოლა საზეიმო ვითარებაში გახნეს.
“პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და განხორციელდა. მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდე იყო. სკოლაში 60 მოსწავლე განაგრძობს სწავლას”, – გვითხრა ქარელის რესურს ცენტრის უფროსმა გიორგი კობახიძემ.
დატოვეთ კომენტარი