ახალი ამბები

საკალათბურთო ტურნე ესტონეთში – გორელები ჩემპიონატში ერთვებიან

23 ოქტომბერს ევროპის ახალგაზრდული საკალათბურთო ლიგა ორ მასპინძელ ქვეყანში, პოლონეთსა და ესტონეთში აიღებს სტარტს.

ჩემპიონატის ფორმატი 4 ოთხგუნდიან ჯგუფს აერთიანებს და მასში თექვსმეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი საკალათბურთო აკადემია მიიღებს მონაწილეობას.

A და D ჯგუფის მატჩებს პოლონეთი უმასპინძლებს, B და C ჯგუფის მატჩები კი ესტონეთში გაიმართება.


გორის საკალათბურთო აკადემიის 17 წლამდელთა გუნდი „გორი-ლასი“ B ჯგუფში, ტარტუს უნივერსიტეტის გუნდთან, თბილისურ “ვინგზთან“ და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ „გრეთფილდსთან“ ერთად მოხვდა.

ჩემპიონატი 3 ეტაპად იყოფა – ჯგუფები, ფლეი-ოფი და სუპერფინალი.

ჯგუფის შეხვედრები 20-23 ოქტომბერს გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე გორელთა წარმატებული თამაშისა და ჩემპიონატის შემდგომ სტადიაზე სათამაშო უფლების მოპოვების შემთხვევაში მატჩები 2023 წლის იანვარში გაიმართება.

ცნობილია სუპერფინალის ჩატარების თარიღიც – 23 აპრილი.

საკალათბურთო კლუბ „გორი-ლასის“ მთავარი მწვრთნელი, ბექა ტატალაშვილი ტურნირის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ესტონეთში გასამართი საკალათბურთო ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი დონის ტურნირებზე ყოველთვის მრავლად არიან სკაუტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჩვენი ბიჭებისთვის კი ეს უდიდესი შანსია, წარმატებული თამაშის შემთხვევაში თავი გააცნონ ევროპაში წამყვანი საკალათბურთო აკადემიის მესვეურებს. ტურნირამდე გვქონდა მოსამზადებელი ეტაპი, სადაც სრული დატვირთვით ვვარჯიშობდით, გავმართეთ ტესტ-მატჩებიც და ახლა სრული კონენტრაცია ესტონეთისკენ არის მიმართული.”

გორელი კალათბურთელები ესტონეთში 19 ოქტომბერს, გამთენიისას მიემგზავრებიან

დატოვეთ კომენტარი
ტეგები