ხაშურში, იპოთეკით დაზარალებულები ერთ-ერთი გამოსახლებულის მამისა ჯაფარაშვილის სახლში შევიდნენ და ფართი სახელმწიფო ქონებად გამოაცხადეს.
აქციის მონაწილეებმა მოძრაობა “თანხმობა” დააფუძნეს და ბანკის საკუთრებაში არსებულ სახლში შტაბი გახსნეს.
“იპოთეკის შედეგად დაზარალებულები კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას მოვითხოვთ. ბანკებს და კერძო მევახშეებს, სწორედ ხელისუფლება ეხმარება, რომ ჩვენი ქონება მიითვისონ”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებულია ხაშურის პოლიცია.
ინფორმაციისთვის, ხაშურში, რამოდენიმე კვირის წინ მოქალაქე მამისა ჯაფარაშვილის ოჯახი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოასახლა.
დატოვეთ კომენტარი