ახალი ამბები

ქარელის #2 სკოლის მოსწავლეებმა უპოვართა სასადილოს და შშმ ბავშვებს ნობათი მიუტანეს

“შემოდგომა, სიკეთის ფოთოლცვენა ” – ასე ერქვა აქციას, რომელიც ქარელის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების და მასწავლებლების ჩართულობით ჩატარდა.

აქციის ორგანიზატორი მე-11 “ა” კლასი მოსწავლეები და კლასის დამრიგებელი, ნათია გიგაური იყო.

“მათ შეძლეს და მთელი სასკოლო საზოგადოება ჩართეს ამ ღონისძიებაში. სკოლაში შეგროვილი ნობათი მოსწავლერბმა და მათმა პედაგოგებმა ქარელის უპოვართა სასადილოს და ქარელის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ცენტრს გადასცეს”, – ამბობს სკოლის ადმინისტრაცია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები