ახალი ამბები

გორში, ერთ წელში, არასწორი პარკირებისთვის 17 837 მოქალაქე დაჯარიმდა – სააგენტო

2021 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე, პარკირების წესების დარღვევისთვის 17 837 საჯარიმო ოქმი დაწერა, – ვკითხულობთ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეებმა 3 161 საშვი შეიძინეს.

“2022 წლის მდგომარეობით სულ გადმოცემულია 148 პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილი. მოქალაქეების მიერ შეძენილია 3161 საშვი”, – ვკითხულობთ ანგარიშში. 

ანგარიშში სააგენტოს არ შეუტანია ინფორმაცია გადახდილი და გადაუხდელი ჯარიმების შესახებ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები