ახალი ამბები

თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, “ხაშურ-ქალაქობა” გადაიდო 

“ხაშურ -ქალაქობა 2022” თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მერია ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, 15 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები აღარ ჩატარდება. 

“ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რასაც მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა და თანაუგრძობს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს. გაცნობებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ხაშურქალაქობის დღესასწაული, ასევე ყველა სხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება გადადებულია”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, თბილისში, ვაკის პარკში სამ მოზარდს დენმა დაარტყა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ერთ-ერთი მოზარდი შადრევანთან ბურთის ამოსაღებად მივიდა. გარდაიცვალა 13 წლის გოგო, ორი მოზარდის მდგომარეობა კი მძიმეა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.