გორში ორ ადგილას ახალი შუქნიშნების დამონტაჟება იგეგმება, – ინფორმაციას საკრებულოს დადგენილებაში ვეცნობით.
დოკუმენტის მიხედვით, ცხინვალის გზატკეცილზე, პუშკინის და ტყიავის ქუჩების კვეთაზე, ასევე სტალინის ქუჩისა და თამარ მეფის კვეთაზე არსებული შუქნიშები არის გაუმართავი, რაც ავტომანქანების ქაოტურ მოძრაობას იწვევს და საავარიო სიტუაციას ქმნის. ამიტომ აღნიშნულ ადგილებზე მერია ახალი შუქნიშნების დამონტაჟებას გეგმავს.
“ცხინვალის გზატკეცილის, პუშკინისა და ტყვიავის ქუჩების კვეთაზე და სტალინის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინებზე ფუნქციონირებს გაუმართავი შუქნიშნები, რომელიც გამოსულია მწყობრიდან და ხშირ შემთხვევაში იწვევს ავტომანქანების ქაოტურ მოძრაობას, რაც საავარიო სიტუაციას ქმნის. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხო,შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდეს ახალი ადაპტირებული შუქნიშნები”, – წერია დოკუმენტში.
საკითხს დეპუტატები 17 ოქტომბრის სხდომაზე უყრიან კენჭს.