ახალი ამბები

კასპის მერმა “ცოცხების აქციის” ერთ-ერთი მონაწილე კულტურის სამსახურში დაასაქმა 

კასპის კულტურის სამსახურში დანიშნეს ქალი, რომელსაც საზოგადოება ოპოზიციის კონტრაქციებიდან იცნობს.

გიული ყოჩიშვილი სპეციალისტის თანამდებობას კულტურის აიპში იკავებს. ის ირწმუნება, რომ სამსახური არა პარტიული ერთგულების, არამედ მისი პროფესიონალიზმის გამო მიიღო.

“აღრიცხვაზე ვიყავი დაყენებული, გამომიჩნდა სამსახური და გამოვედი. “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ, იმიტომ რომ მომწონს ჩემი პარტია”, – ამბობს ყოჩიაშვილი.

“ქართული ოცნების” აქტივისტმა არ იცის, კონკრეტულად რა მოვალეობები აკისრია მას სამსახურში. ყოჩიაშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა, დამატებითი კითხვებით მის ხელმძღვანელ პირებს მიმართონ.

“მე რა პოზიციაზე ვმუშაობ კულტურაში? ისა, სპეციალისტი ვარ, ჩემი საქმის. წადი და ეგ ზემოთ იკითხე. მოდი ეხლა დამანებე თავი, ძაან ღრმაში ნუ გადამიყვან”.

გიული ყოჩიაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ გასულ წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს გამართული ე.წ. ცოცხების აქციის დროს აღმოჩნდა. ის ხელისუფლების ოპონენტებს, თანამოაზრეებთან ერთად, ცოცხით ხელში, გორთან დახვდა. ყოჩიაშვილი მას მერე, იმყოფებოდა ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ ყველა კონტრაქციაზე.

დატოვეთ კომენტარი