ახალი ამბები

იარაღის, ვაზნების და “სუბოქსინის” უკანონო შეძენა-შენახვისთვის ხაშურში მამაკაცი დააკავეს

ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ზ.ღ. დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად, – ამ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.

“ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „აკ 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 100 ვაზნა, 3 მჭიდი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, ასევე, „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. 

სამინისტროს ინფორმაციით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 214-ე, 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი