“დასაქმებაზე მე მისთვის უარი არ მითქვამს”, – გვითხრა ხაშურის მერმა, როცა მას იმ ხაშურელი ახალგაზრდის შესახებ ვკითხეთ, რომელმაც ქვეყანა დატოვა და ამის მიზეზად ხაშურის მერიის საკადრო პოლიტიკა დაასახელა.
კერძოდ, გიორგი ჩუბინიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ათამდე რეკომენდაციების, ჩამოყალიბებული ხედვის, შესაბამისი ცონის და გამოცდილების მიუხედავად, ხაშურის მერმა ის სასურველ პოზიციაზე არ დაასაქმა.
ამავე თემაზე: “სადაა ჩემი სამშობლო, რისთვის ვისწავლე, თუ ასე გამომაგდებდნენ ჩემი ქალაქიდან?!” – გიორგი ჩუბინიძე
მის ამ პოსტს თენგიზ ჩიტიაშვილმა “მოზაიკასთან” უპასუხა:
“ეს პიროვნება მოსული იყო ჩემთან და პირდაპირ მენეჯერობა უნდოდა ბიბლიოთეკების გაერთიანების. მე მისთვის უარი არ მითქვამს. შეხვედრის დროს ვუთხარი, რომ როდესაც ამ ორგანიზაციებში რეორგანიზაცია დაიწყებოდა, მის წინადადებას შემდგომ განვიხილავდით. ჯერ რეორგანიზაცია არ მომხდარა და მისი წინადადებაც ამის გამო ვერ განვიხილეთ”, – გვითხრა თენო ჩიტიაშვილმა.