ხაშურის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპის, “ხაშურსერვისის” დირექტორად ზურაბ ნოზაძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე ნუკრი ცხოვრებაძე შეცვალა.
მერიის ცნობით, საკადრო ცვლილება ერთი თვის წინ განხორციელდა.
“საკადრო ცვლილების მიზეზი არ ყოფილა აუდიტის მიერ ა(ა)იპ-ში აღმოჩენილი ხარვეზები. ნუკრი ცხოვრებაძე მუშაობას აგრძელებს სხვა ა(ა)იპ-ში, იგივე პოზიციაზე”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში.
ამავე თემაზე: არ ხდება სამუშაოს ანალიზი, ხდება თანხების ხშირი გადამისამართება – ხარვეზები “ხაშურსერვისში”
ინფორმაციისთვის, ზურა ნოზაძე წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო “ქართული ოცნებიდან”. პოლიტიკურ საქმინობამდე კი, ის მოჭიდავე იყო.
დატოვეთ კომენტარი