ახალი ამბები

“ჩვენგან რას ითხოვთ, პროვოკაციულად იქცევით” – ხაშურის მერია აქციის მონაწილეებს შეხვდა 

ხაშურში, რუსთაველის ქუჩიდან გამოსახლებულ მამისა ჯაფარაშვილსა და აქციის  სხვა მონაწილეებს ხაშურის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი შეხვდა. 

მოქალაქეებმა ხაშურის მერთან შეხვედრა მოითხოვეს, მანამდე კი გზა გადაკეტეს. 

“ჩვენგან რას ითხოვთ?”, – ამ კითხვით მიმართა ჩიტიაშვილმა აქციის მონაწილეებს. 

“ეს არის სისტემური და ერის პრობლემა, თუ ეს არ შეიცვალა, არაფერი მოგვარდება. თქვენ როგორც ხელისუფლების დაბალი რგოლის წარმომადგენელს აუცილებლად გევალებათ, იცოდეთ რა ჭირდება თქვენს ხალხს”, – უთხრა მამისა ჯაფარაშვილმა ხაშურის მერს. 

“თქვენ რას ითხოვთ ჩვენგან, რა საკითხი დავაყენო, რომ ბანკიდან კრედიტებს, რომ იღებენ და ვერ იხდიან …{ჩამოეწეროთ?}”, – უთხრა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

მამისა ჯაფარიშვილი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლა, პროკრეტიტ ბანკში საბანკო ვალდებულებების გამო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.