სახალხო დღესასწაული “ხაშურ ქალაქობა “15 ოქტომბრამდე გადაიდო.
“8 ოქტომბერი ბათუმის ტრაგედიას ემთხვევა. ამიტომ გადაწყდა, რომ 15 ოქტომბერს ჩატარდება დღესასწაული”, – გვითხრა ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს 9 ადამიანი დაიღუპა.
დატოვეთ კომენტარი