ახალი ამბები

ენმ საკრებულოს სხდომაზე ნიკა ღვინიაშვილის მისვლას ითხოვს 

ენმ -ს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მერის პირველი მოადგილისთვის, ახალი ავტომობილის გადაცემისა და მისთვის საწვავის ლიმიტის განსაზღვრა იქნება. 

ოპოზიციონერი დეპუტატები 17 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე ნიკა ღვინიაშვილის მისვლას ითხოვენ. 

“ნიკა ღვინიაშვილმა მერიის კუთვნილი ავტომობილით დაისვენა აჭარაში და საწვავიც ჩვენივე ბიუჯეტით მოიხმარა. მის მიმართ დაწყებულია დისციპლინური ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რაც პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა ამის ნაცვლად ქართულმა ოცნებამ ამერიკაში წასული მერის მოვალეობის შესრულება დაავალა და ქალაქის პირველი პირის ფუნქცია დააკისრა. ასევე დააჯილდოვა ახალი ავტომობილით”, – ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში. 

პარტიაში ამბობენ, რომ ღვინიაშვილის მიმართ უამრავი კითხვა დაგროვდა, რაზეც პასუხები უნდა გასცეს. 

“ჩვენ ვფიქრობთ,რომ მის მიმართ არაერთი კითხვა დაგროვდა,რაზეც მან პასუხები უნდა გაგვცეს საკრებულოს წევრებს და საზოგადოებას. ამიტომ ნიკა ღვინიაშვილისგან ვითხოვთ, მოვიდეს საკრებულოს მიმდინარე სხდომაზე და გვიპასუხოს დაგროვილ კითხვებზე”, – ამბობენ ოპოზიციაში. 

დატოვეთ კომენტარი