ადამიანები

ცოტა რამ კონსტანტინე მამაცაშვილის საბრძოლო წარმატებებზე

რუსეთის არმიის გენერალი, ლიტერატორი, საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე მამაცაშვილი 1818 წელს ქარელის რაიონ სოფელ რუისში დაიბადა. 1837 წელს კი დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა კორპუსი ოფიცრის ჩინით. თავდაპირველად მოღვაწეობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, აქედან მოყოლებული მონაწილეობდა კავკასიაში წარმოებულ ყველა ომში.

კონსტანტინე მამაცაშვილის ბრძოლები:

  • 1840 წელს მიიღო პირველი საბრძოლო ნათლობა ჩეჩნეთში;
  • მიხეილ ლერმონტოვთან იბრძოდა გეხონის ტყეში;
  • ყირიმის ომის დროს იგი იბრძვის კავკასიის ფრონტზე, მან თავი ისახელა 1854 წლის 4 ივნისს მდინარე ჩოლოქთან გამართულ ბრძოლაში. ისტორიკოსების ცნობით, აღნიშნულ ბრძოლაში  ოთხიათასიანმა რუსეთის არმიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა 34-ათასიანი თურქთის არმია, რომელის მოგებასაც მამაცაშვილს უკავშირებენ;
  • კონსტანტინე მონაწილეობდა კავკასიის დაპყრობისათვის წარმოებულ ომებში.
  • 1877 წლიდან ის განჯის გუბერნატორი გახდა და განჯა-ნუხის მიდამოებში განლაგებული ჯარებს ხელმძღვანელობს, იმავე წელს დაიწყო ომი თურქეთთან, აქ მას მოუხდა ერთი მოულოდნელი თავდასხმის მოგერიება და მოხერხებულმა სარდალმა შეძლო დაემარცხებინა მტერი, რისთვისაც ნუხელებმა მიართვეს ვერცხლის თასი და ადრესი, სადაც ეწერა: “გენერალ ლეიტენენტ  მამაცაშვილს მადლიერ მოქალაქეთაგან 1877 წელს ნუხის გადარჩენისათვის”.

1884 წელს მან ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და აქტიურად ჩაება ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. 

ის დაჯილდოებულია წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენით, წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით, წმინდა ანას II ხარისხის ორდენით, წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით.

მამაცაშვილი 1900 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.