ახალი ამბები

ერთი თვეა, კასპის მერიას აუდიტის სამსახურის უფროსი არ ჰყავს

ერთი თვეა, კასპის მერიას აუდიტის სამსახურის უფროსი არ ჰყავს. 

“აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა დღემდე თავისუფალია და მეტს ვერაფერს გეტყვით”, – გვითხრა კასპის მერიის პიარ სამსახურის უფროსმა, დალი კორკოტაშვილმა. 

დამატებით კითხვებს, თუ როდის და როგორ მოხდება სამსახურის ახალი უფროსის შერჩევა, კასპის მერიაში არ პასუხობენ. 

შეგახსენებთ, რომ ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კასპის მერმა გიორგი ორთანეზაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. 

ინფორმაციისთვის, აუდიტის სამსახურის  მოვალეობაა ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

დატოვეთ კომენტარი