ახალი ამბები

გორში ფერების ფესტივალი გაიმართება

გორში ფერების ფესტივალი გაიმართება.

კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ღონისძიება 30 სექტემბერს ჩატარდება.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში 17:00 საათზე დაიწყება. 

ცოტა რამ ფერების ფესტივალის შესახებ:

ფერების ფესტივალი მსოფლიოში გავრცელებული ღონისძიებაა, რომლის ჩატარები იდეაც ინდოეთში გაჩნდა.

ინდოეთში ფესტივალის პირველი დღე იწყება დაღამებისას, სიმბოლურად ანთებენ კოცონს და წვავენ ჰოლიკს. მეორე დღეს ფესტივალის მონაწილეები დილიდან დაღამებამდე ერთმანეთს აყრიან ფერებს ან წუწაობენ.

აღსანიშნავია, რომ ჰოლი არ არის მარტო ინდური დღესასწაული. ის გავრცელებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ეს არის ყველაზე ხმაურიანი საზეიმო ფესტივალი…

საქართველოში, ფერების პირველი ფესტივალი 2015 წელს ჩატარდა და ღონისძიებას კუს ტბამ უმასპიძლა. ამის შემდეგ „ჰოლის“ ჩატარების ტრადიცია რეგიონებშიც განვითარდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები