ანალიტიკა / გამოძიება

ქარელის მერიამ 9 თვეში 96 000 ლარზე მეტი ღირებულების საწვავი იყიდა 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 9 თვეში 96 282 ლარის ღირებულების საწვავი შეიძინა. 

აღნიშნულ პერიოდში შეძენილ საწვავში შედის ბენზინი და დიზელი. მომსახურებისთვის ხელშეკრულებები ქარელის მერიამ მიმწოდებელ კომპანიას “პეტროლიუმ ჯორჯია” გაუფორმა. 

უწყებამ ყველაზე მეტი თანხა საწვავში იანვარში, თებერვალში, მარტსა  და აპრილში გადაიხადა. 

“მოზაიკა” გთავაზობთ თვეების მიხედვით შეძენილი საწვავის ოდენობას და გადახდილ თანხას: 

  • იანვარი – 3400 ლიტრი (12 558 ლარი); 
  • თებერვალი – 4200 ლიტრი (12 678 ლარი); 
  • მარტი – 4200 ლიტრი (13 098 ლარი); 
  • აპრილი – 3700 ლიტრი (14 588 ლარი); 
  • მაისი – 2500 ლიტრი (9750 ლარი);
  • ივნისი – 2000 ლიტრი (7480 ლარი);
  • ივლისი – 2000 ლიტრი (7680 ლარი);
  • აგვისტო – 2500 ლიტრი (9 600 ლარი);
  • სექტემბერი 2500 ლიტრი (8850 ლარი). 

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე 7 ავტომობილია, უწყება თვეში 3000 ლიტრ საწვავს მოიხმარს, აქედან ყველაზე მეტს საწვავს ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის ავტომანქანა მოიხმარს, თვეში 800 ლიტრის ოდენობით.

ქარელის მერია თვეში 3 000 ლიტრ საწვავს მოიხმარს

დატოვეთ კომენტარი
ტეგები