სტატიები

მოგებული ავტომობილი, შემოსავალი და სესხი – ვალერი თელიას დეკლარაცია

ვალერი თელია შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. მანამდე ის აღნიშნულ სამსახურში დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

“მოზაიკა” დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ვალერი თელია ?

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია თელიამ მიმდინარე წლის აპრილში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ავტომანქანა MAZDA CX3, რომელიც 2019 წლიდან გასხვისებულია სხვა პიროვნებაზე, თუმცა ოფიციალურად ირიცხება ვალერიან თელიას სახელზე.

შეძენის გრაფაში მითითებული აქვს, რომ 2018 წელს აღნიშნული ავტომობილი მოიგო და მის შესაძენად არაფერი დაუხარჯავს.

რაც შეეხება შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, მისმა შემოსავალმა ერთ წელში 42 588 ლარი შეადგინა. მან აღნიშნული სახელფასო სარგო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად მუშაობის დროს მიიღო, სადაც გასული წლის განმავლობაში მუშაობდა.

თელიას დეკლარაციაში არ აქვს მითითებული საცხოვრებელი ბინა, თუმცა ასახული აქვს 120 000 ლარიანი იპოთეკური სესხი.

დატოვეთ კომენტარი