გორში, სტალინის გამზირზე გამწვანების სამუშაოების შემდეგ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
“სტალინის გამზირზე, იქ სადაც, პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, გამწვანების მასშტაბური სამუშაოები შესრულდა გაზონების გასარწყავიანება მიმდინარეობს. წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, გორში “განახლებული რეგიონების” ფარგლებში გამწვანების სამუშაოები სამი თვის განხორციელდა.
დატოვეთ კომენტარი